ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ შეიძლება ამ პოლიტიკურ ძალას შევყვეთ იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი

არ შეიძლება შევყვეთ ამ პოლიტიკურ ძალას იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ სურთ ომი საქართველოში.

„ვგულისხმობ მათ რიტორიკას და ასევე კონკრეტულ პროვოკაციებს, რომლებიც მათ შემოგვთავაზეს: თვითმფრინავის საკითხი, მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხი, იგივე ის ნაბიჯები რასაც ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან – ელჩის გაწვევა და ა.შ. – ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაღაცნაირად გვიბიძგონ ომში ჩართვისკენ, რასაც არცერთ შემთხვევაში არ გავაკეთებთ, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება შევყვეთ ამ პოლიტიკურ ძალას [„ნაციონალურ მოძრაობას“] იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები