ირაკლი კობახიძე: ქვეყანა არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული

რეალურად სანქციებთან მიერთება და სანქციების დაწესება პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ერთადერთი რა არის აქ მნიშვნელოვანი – ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, იგივე საერთაშორისო პარტნიორები, რომ საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, რომელიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კობახიძემ სამხედრო ტვირთის კონტროლთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა ტვირთი მუდმივად კონტროლდებოდა.

„ამ კუთხით ჩვენ ყურადღებას ვიჩენთ. იგივე ეროვნულ ბანკს ჰქონდა შესაბამისი გადაწყვეტილებები და ა.შ. ქვეყანა არ იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოყენებული, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების დაწესება-მიერთებას, ამაზე ჩვენ განცხადება გავაკეთეთ. რაც შეეხება სამხედრო ტვირთებს, მუდმივად კონტროლდებოდა ყველა ტვირთი და ბუნებრივია გაგრძელდება და რა ინფორმაციაც გავრცელდა, ეს არის აბსოლუტური ფეიკი და არავითარი კავშირი არა აქვს რეალობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები