ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.

მისი თქმით, კარასინთან ბოლო შეხვედრა ნოემბერში ჰქონდა.

„კომუნიკაცია მქონდა ერთი, სამი კვირის წინ, ტექნიკური საკითხი იყო, მგონი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრობლემა იყო შექმნილი ლარსზე, ერთი თვის წინ იყო ეს. ძალიან დიდი სირთულეები იყო მანქანების გატარებასთან დაკავშირებით იქიდან და აქედან, ტვირთი რაც მიდის ლარსზე, ეს ომამდე იყო. ლარსზე ეს შეფერხება იყო თუ არ ვცდები, თებერვლის პირველ ნახევარში, ხშირად არის ხოლმე დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ პირობითად ვთქვი, ომამდე იყო ამაზე საუბარი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები