გია ცაგარეიშვილი: ბუნებაში რაც არ არსებობს, იმას მტკიცება არ სჭირდება

“მას მერე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვა, წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, არცერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი და გარწმუნებთ, არც მომავალში იქნება, ბუნებაში რაც არ არსებობს, იმას მტკიცება არ ჭირდება”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა POSTV-ის ეთერში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცეპრემიერის ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას.

მისი თქმით, რამდენიმე დღეა, ჩვენ ვისმენთ ისტერიას, გარედან წამოსულ ცრუ ბრალდებების კასკადს, რაც ხელზე დაიხვიეს ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა.
როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ეს არის უკრაინის მხარის ვალდებულება, მათ შეთხზეს ეს გაუგონარი ამბავი, შემდეგ ჩვენ შემოგვასაღეს და გადაწყვიტეს, რომ თავის მართლების მდგომარეობაში ჩავდგებოდით.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი ვალდებულება. თივის ზვინში ნემსი ვეძებოთ, მით უმეტეს, როდესაც ის იქ არ არის. ეს არის უკრაინის მხარის ვალდებულება. მათ შეთხზეს ეს გაუგონარი ამბავი, შემდეგ ჩვენ შემოგვასაღეს და გადაწყვიტეს, რომ თავის მართლების მდგომარეობაში ჩავდგებოდით. ეს ასე ვერ იქნებოდა და არც მომავალში იქნება. ჯერ კიდევ სამი დღის უკან, ფინანსთა სამინისტრომ გასცა შესაბამისი პასუხი ამ ცრუ ბრალდებებს. შემდეგ იყო სუს-ის პასუხი, პარლამენტიდანაც გამოვეხმაურეთ, როგორც უმრავლესობის ლიდერი, ასევე, ფრაქციის თავმჯდომარე. ვფიქრობ, ნათლად ჩამოყალიბდა სურათი, რომ ეს იყო ცრუ ბრალდება. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ამას რამე შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა. მოდით, მაინც ანგარიში გავუწიოთ იმას, რომ ჩვენი მოძმე ერი ომის ქარტეხილშია გახვეული, ძნელბედობის ჟამი უდგას, უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან, ასე ვთქვათ, შეეშალათ, გადააჭარბეს, ემოციებზე დაყრდნობით გაავრცელეს ეს ინფორმაცია, სხვას უბრალოდ ვერაფერს ვუწოდებ იმას, რაც გავრცელდა ამ უკანასკნელი დღეების მანძილზე და შემდეგ აქ გადაიფუთა რამდენჯერმე „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიერ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები