UNDP-ის რეგიონული დირექტორი: ირაკლი ღარიბაშვილს დავუდასტურე გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთგულება ქვეყნის მხარდაჭერის მიმართ

გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მისი თქმით, პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით.

“დღეს მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის სიამოვნება, რომელსაც გაერო-ს განვითარების პროგრამის ერთგულება ხელახლა დავუდასტურე ქვეყნის დახმარების მიმართ ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ეროვნული განვითარება პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევების, კლიმატის ცვლილებისა და ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე”, – აცხადებს მირიანა სპოლიარიჩ ეგერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები