„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსკოვში შეხვედრებს მართავენ

“მითების დეტექტორი“ რუსეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის წყარო რუსეთის ფედერალური საბჭოა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად მართავენ რუსეთში შეხვედრებს.

რუსეთის ფედერალური საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პარტია საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.

შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი – მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები