ანრი ოხანაშვილი: ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობასა” და მასთან აფილირებულ მედიასაშუალებებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი კომენტარი უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მიზანმიმართულად დააკავშირეს.

„ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან.

დღეს ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა – უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ! ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები.

ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი.

რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებასა და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება!“, – წერს ანრი ოხანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები