სარჯველაძე: ენერგორესურსებთან მიმართებით რატომაც არ ატარებს სანქციებს ევროკავშირი, ზუსტად იმავე მოტივაციით არ ვართ მიერთებული სანქციებს

ადამიანებმა ბრალი დაგვდეს, ახლა კეთილი ინებონ და მტკიცებულებაც წარმოადგინონ, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციას და ამასთან დაკავშირებით დმიტრო კულებას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ბრალდებები არადამაჯერებელია.

“გამოვიდნენ ადამიანები, ბრალი დაგვდეს, ახლა კეთილი ინებონ, მტკიცებულებაც წარმოადგინონ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. დაგაბრალონ და შემდეგ შენ ამტკიცო, ეს არ ვარგა. ესაა პასუხი. კარგია, რომ ცოტა შერბილდა რიტორიკა ამ თვალსაზრისით, განმარტებები მოჰყვა და ტენდენციის სახე მიიღო ამან, რომ შერბილდა, ითქვა, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი ნამდვილად არ აქვს, ეს უარყოფილი იქნა და ახლა საუბარი და სიმძიმის ცენტრი გადადის იმაზე, რომ ჰიპოთეტურად შეიძლება თუ არა, არსებობდეს საქართველოში ასეთი რისკები.
რაც არადამაჯერებელია, რადგან მწარმოებელი ქვეყანა მიკროჩიპების, სამხედრო ტექნიკის, ჩვენ არ ვართ, რაც შეეხება საკითხს, რომ ჩინეთმა შეიძლება, აწარმოოს სადღაც რაღაც მიკროჩიპი, რომელიც სანქციებს მიერთებული არ არის, მაგრამ რეპუტაციულად არ უღირს და საქართველოს გატარებით შემოიტანს ტვირთს, ეს, ჩემი აზრით, ცოტა ალოგიკურიცაა და უცნაურიც. ჩინეთს რუსეთთან საზღვარი აქვს.
კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც რაიმე კითხვა შეიძლება, ჰქონდეს, გაეცნონ სახელმწიფო წარმომადგენლების, შესაბამისი დაწესებულებების განცხადებებს, იქ ყველა კითხვაზე პასუხს იპოვიან, თუ ამის სურვილი აქვთ. როცა ამბობენ, რომ ვინმეს რამეში ბრალს დებენ, ამას მტკიცებულებებიც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიტყვაც უფასურდება, ეს არ ვარგა. ამიტომ, ჩვენს მეგობარ ხალხს არ ვუსურვებ, იქიდან ასეთი განცხადებები ისმოდეს,” – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები