მამუკა მდინარაძე: საქართველოს საზღვრები ძალიან კარგად კონტროლდება

საქართველოს საზღვრები ძალიან კარგად კონტროლდება. რაც ამ ქვეყანას დააბრალეს, მსგავსი რამ არც კი გაუფიქრებია ამ ქვეყანაში არავის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა – იყო თუ არა ბოლო პერიოდში საქართველოსა და უკრაინას შორის კომუნიკაცია მაღალი თანამდებობის პირებს შორის.

მდინარაძის თქმით, კომუნიკაციის არარსებობა საქართველოსა და უკრაინის შორის, რა თქმა უნდა, ამძიმებს ვითარებას, თუმცა, უფრო მეტად ამას უკრაინული მხარის ბრალდებები აკეთებს.

„ბოლო დღეებში ჩემთვის ასეთი კომუნიკაციის შესახებ არ არის ცნობილი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასეთი კომუნიკაცია შეუძლებელი იყო. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია კომუნიკაცია, შეძლება, კონტრპროდუქტიულიც კი იყოს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვთხოვენ მტკიცებულებას. ეს იგივეა, რომ დაუშვათ, „ნაცმოძრაობას“ ვინმემ დააბრალოს: „თქვენ ერთი საბარგული იარაღი მიაწოდეთ რუსეთს და სასწრაფოდ წარმომიდგინეთ მტკიცებულება, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, რითაც უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებებს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, უკრაინა საქართველოს ოკუპანტი რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები