შარლ მიშელი: ადრე თუ გვიან, ევროკავშირი რუსეთის ნავთობსა და გაზს სანქციებს დაუწესებს

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ, ადრე თუ გვიან, ევროკავშირს რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დასჭირდება.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

„ჩვენ სანქციებს ვამკაცრებთ, რომ კრემლზე მაქსიმალური ზეწოლა შევინარჩუნოთ. ახალი პაკეტი ნახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. მე ვფიქრობ, რომ, ადრე თუ გვიან, ნავთობზე და თუნდაც გაზზე ზომების მიღება იქნება საჭირო“, – დაწერა მან თავის Twitter-ზე.

ევროკავშირმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი გამოაცხადა.

ახალი შეზღუდვები გავლენას მოახდენს ნახშირის იმპორტზე, ოთხ ძირითად რუსულ ბანკთან ტრანზაქციებზე, ასევე, პორტებში რუსული გემების შესვლაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას დააზარალებს “უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის უპრეცედენტო სისასტიკის პროპორციულად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები