ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: მე უკრაინას ნატო-ში მივიღებდი
უკრაინა ნატო-ში უნდა იყოს მივიღოთ, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.
ინფორმაციას ონლაინ გამოცემა GORDON ავრცელებს.
მინისტრის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა “ძალიან ძლიერად გამოიჩინეს თავი” რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.
“უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, შეუძლია, დაიცვას თავი (და ჩვენ ამას ვხედავთ), როგორც ნატო-ს წევრს, თავდაცვითი ალიანსის წევრს – ეს მართლაც თვითმყოფადი სახელმწიფოა. მე მივიღებდი უკრაინას ნატო-ში, მაგრამ თქვენ იცით, რომ 30 წევრი ქვეყანაა. ალიანსში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს უკრაინის წევრობის შესახებ”, – აღნიშნა ანუსაუსკასმა.