შალვა პაპუაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია,  ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები