შალვა პაპუაშვილი – უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: ასეთი დეზინფორმაციული განცხადებების გაკეთება ნამდვილად არ არგებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დეზინფორმაციული განცხადებების გაკეთება ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს არ არგებს.

“ჩვენი შეფასებით, ეს ტყუილია, რადგან არანაირი მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რომ რაიმე ასეთი რისკები არსებობს. ამიტომ, ჩვენ მოველით განმარტებებს ამასთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამისი სტრუქტურებიდან. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში ასეთი დეზინფორმაციული განცხადებების გაკეთება ნამდვილად არ არგებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და სამწუხაროა, რომ ამ მომენტში ხდება ასეთი ინფორმაციების გავრცელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები