სასწრაფოდ: „თეთნულდის“ დირექტორთან ერთად გარდაცვლილი შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძეა

„კვირასთვის“ მესტიაში სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორ თეზო ჯაფარიძესთან ერთად დაღუპული პირის ვინაობა გახდა ცნობილი. გარდაცვლილი 30 წლის ეკატერინე კერესელიძეა. კერესელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის აღნიშნულ პოსტზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი ეკატერინე კერესელიძე გუშინ გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა. ჯაფარიძეს თან ახლდა ერთ-ერთი მეგობრის მცირეწლოვანი შვილი. შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესტიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები