გერმანიის პრეზიდენტი: ჩემი შეფასება იყო, რომ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის განადგურებას იმპერიული მანიის გამო – შევცდი
ჩემი ერთგულება რუსეთსა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის მიმართ აშკარა შეცდომა იყო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, ის ასევე ცდებოდა, პუტინის შეფასებისას როდესაც ამბობდა, რომ კრემლის ლიდერი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ დანგრევას მისი იმპერიული მანიის გამო.
„ჩემი ერთგულება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რომელთა შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმა გაგვაფრთხილეს.
ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა მისი ქვეყნის საბოლოო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებას მისი იმპერიული მანიის გამო – აქ მე, როგორც სხვები – შევცდით“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.