საფრანგეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს
საფრანგეთის მთავრობა რუს დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს.
აღნიშნულის შესახებ ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება შეეხება საფრანგეთში რუსეთის დიპლომატიურ პერსონალს, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს.