ლიზ ტრასი – ომის დანაშაულის გათვალისწინებით, რუსეთი ვერ დარჩება გაეროს წევრად

რუსეთი ვერ დარჩება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად. რუსეთი უნდა შევაჩეროთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი „ტვიტერზე“ წერს.

„ომის დანაშაულების ძლიერი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მათ შორის ბუჩაში მასობრივი საფლავებისა და საზარელი ჯალათობის შესახებ ცნობების გათვალისწინებით, რუსეთი ვერ დარჩება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად. რუსეთი უნდა შევაჩეროთ“, – წერს ლიზ ტრასი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ბუჩაში მოკლული ადამიანების ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომელთა ნაწილს ხელები შეკრული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები