გერმანიამ 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
გერმანიის მთავრობამ 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 5-დღიანი ვადა მისცა.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში განხორციელებული სისასტიკე გახდა.
„ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს, გავზრდით მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ და გავაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს“, – განაცხადა ბაერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში, ჯამში, პერსონა ნონ გრატად 104 რუსი დიპლომატია გამოცხადებული.