ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დონეს ამცირებს

ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დონეს ამცირებს.

ამის შესახებ Twitter-ში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩუსმა დაწერა.

“ლატვია რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის დონეს შეამცირებს. კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოცხადდება შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ”, – დაწერა დიპლომატმა.

მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება ლიეტუვამ მიიღო. ქვეყნიდან რუსეთის ელჩს აძევებენ, ხოლო ლიეტუვის ელჩი მოსკოვიდან სამშობლოში უახლოეს დროში დაბრუნდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო მიიღო.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები