ბიურომ 12-15 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

ბიურომ 12-15 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, პლენარულ სხდომაზე განსახილველი, კენჭისსაყრელი და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და რატი ოინათამიშვილის ინიციატივას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”. საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. დეპუტატები ასევე იმსჯელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტით წესრიგდება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებებთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევნების ჩატარებასთან და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

12-15 აპრილის, სასესიო კვირაში პარლამენტი 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენს. სასესიო კვირის განმავლობაში გათვალისწინებულია საპროკურორო საბჭოს ოპოზიციური კვოტით წარდგენილ წევრთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევა. 14 აპრილს პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები