მაია სანდუ: მოლდოვა რუსეთს სანქციების არიდებაში არ დაეხმარება

მოლდოვა რუსეთს სანქციების თავიდან აცილების საშუალებას არ მისცემს, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, – იუწყება tv8.md.

მისი თქმით, ანტირუსული სანქციების დაწესებაზე უარის მიუხედავად, მოლდოვა რუსეთს შეზღუდვების არიდებაში არ დაეხმარება.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ასევე არ შეუწყობს ხელს მოლდოვას გავლით რუსული საქონლის რეექსპორტს.

„არ დავუშვებთ, ჩვენი საბანკო სისტემის გამო, სანქციების თავიდან აცილებას. ჩვენი ბანკები იცავენ საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ პოლიტიკას“, – განაცხადა სანდუმ.

მოლდოვას პრეზიდენტი რუსული გაზის შესყიდვის თემასაც შეეხო და თქვა, რომ „ჩვენ მხოლოდ ერთი მიმწოდებელი გვყავს. ჩვენ მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ვეძებთ, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთია“.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები