მიხეილ მაჭავარიანი: რუსული პოლიტიკის ლოგიკა ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი რუსეთი მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერებას ეხმაურება. მაჭავარიანის თქმით, რუსული ბაზრის სწრაფად გახსნა იმით იყო ნაკარნახევი, რომ შემდეგ ქართულ ეკონომიკას მისი დახურვა რაც შეიძლება მეტად სტკენოდა. ”რუსული ბაზრის სწრაფი გახსნა იმით იყო ნაკარნახევი, რომ რაც შეიძლება მეტად სტკენოდა ქართულ ეკონომიკას რუსული ბაზრის დახურვა. ჩვენი გზა, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ვაკეთებდით, რომ ნაკლებად ვყოფილიყავით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, სწორი აღმოჩნდა. ეს არის რუსული პოლიტიკის ლოგიკა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები