ოკუპანტებმა რუბეჟნიში ეკლესია დაბომბეს – არიან დაშავებულები

ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნიში ოკუპანტებმა ეკლესია დაბომბეს – დაშავებულია ორი მღვდელი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

მათივე ცნობით, მტრის ჭურვმა ტაძრის სახურავი გაანგრია.

“ადგილობრივი მღვდლის გარდა, დაშავებულია კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელიც სხვა ეკლესიაში მსახურობს, თუმცა, იმ დროისათვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა”, – წერს გამოცემა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები