სერბეთის პრორუსი პრეზიდენტი ვუჩიჩი მეორე ვადით აირჩიეს
სერბეთში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა ხმების 59% მოიპოვა, მისმა “სერბეთის პროგრესულმა პარტიამ”, რომელიც კოალიციას „ერთად ყველაფერი შეგვიძლია“-ს უდგას სათავეში – 43,2% მიიღო.
ქვეყნის ცესკო-მ ოქმების 91,8% უკვე დათვალა.
პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, გადამდგარმა გენერალმა, ზდრავკო პონოშმა 18% მოიპოვა, ხოლო მისმა ალიანსმა – „ერთობა გამარჯვებისთვის“ ხმების – 13,3%.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სერბეთში კამპანიაზე, პრეზიდენტი ვუჩიჩი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას „მშვიდობას“ და „სტაბილურობას“ დაჰპირდა.
სერბეთი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მისი არმია ინარჩუნებს კავშირებს რუს სამხედროებთან. კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხში, კრემლი ასევე მხარს უჭერს ბელგრადის ოპოზიციას.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთმა მხარი დაუჭირა გაერო-ს ორ რეზოლუციას, რომლებიც გმობენ უკრაინაში რუსულ შეჭრას, მან უარი თქვა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე.