პარლამენტი ომბუდსმენის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეკომენდაციებს განიხილავს

დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს განიხილავენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ანგარიშში მითითებული ცვლილებები მედიის თავისუფლების საკითხს, კანონმდებლობის ლიბერალიზაციას და ადამიანის უფლებების სტრატეგიას ეხება.
“სახალხო დამცველის რეკომენდაციათა უმრავლესობა გავიზიარეთ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა სასჯელაღსრულების დაწესეულებებში პრევენციის ჯგუფისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემა. პარლამენტს ვთავზობთ ასევე, ვიმსჯელოთ ომბუდსმენის იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს “,-აღნიშნა ბესელიამ. მისივე განმარტებით, ასევე მომზადდა დადგენილების პროექტი, რომელშიც ჩაიწერა კონკრეტული რეკომენდაციები ყველა უწყების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები