“გრემის” დაჯილდოების 64-ე ცერემონიალზე, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით წარდგა.
ზელენსკიმ დამსწრეებს მოუწოდა, უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით მხარი დაუჭირონ.
“რა უპირისპირდება მუსიკას ყველაზე მეტად? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ომი არ გვაძლევს არჩევანის საშუალებას, თუ ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით. თქვით სიმართლე ამ ომის შესახებ სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით. მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად, ნებისმიერი გზით, მაგრამ არა – დუმილით”, – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამსწრე საზოგადოებას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge