მალტის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
8-15 აპრილს, კუნძულ მალტაზე, „GCC – MALTA„ ორგანიზებით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და Malta Tourism Authority-ის თანადგომით, მალტის ქართული კულტურის ცენტრი წარადგენს პროექტს სხვადასხვა მიმართულებით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს პროექტებია:
საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა სახლის წარმომადგენლების, ქართველი პოეტების შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან;
ქართველი და მალტელი მხატვრების/ხელოვანების ერთობლივი გამოფენა (ივანე კეზუა, თეა ჯაფარიძე, ნინო დარჩიაშვილი, ნინო ჭეიშვილი, შოთა მაღლაკელიძე);
ქართული & მალტური არქიტექტურა/პრეზენტაცია;
ქართული პროდუქციის წარდგენა/ღვინის პრეზენტაცია;
საქართველოს ტურისტული მარშრუტების პრეზენტაცია;
მუსიკალური პერფომანსები.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები მალტის მუნიციპალიტეტში და დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება;
„EUROART 2022„ ლოკაციების დათვალიერება/გაცნობა.
პირველად, მალტის ტელესივრცეში მოხდება საქართველოს წარდგენა: საქართველოს ტურისტული მარშრუტებისა და ღვინის პრეზენტაცია.
პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია: VIPR/ვიპიარ ჯგუფი, საქართველოს მწერალთა კავშირი.