ნინო ლაცაბიძე: დარწმუნებულები ვიყავით, რომ ირაკლი შატაკიშვილი ღირსეულად გაიმარჯვებდა
“ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ირაკლი შატაკიშვილი ძალიან ღირსეულად გაიმარჯვებდა. მას ჰქონდა საარჩევნო კამპანია სრული წესების დაცვით. ხედვები გააცნო მოსახლეობას რომელი ხედვებითაც საქართველოს პარლამენტში შეუდგება მუშაობას”, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
ლაცაბიძე დარწმუნებულია, რომ შატაკიშვილი ქალაქის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს.
„მე კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ირაკლიმ გამოიყენოს თითოეული სამუშაო დღე, იმისთვის, რომ ჩვენ ქალაქში დავძლიოთ ეკოლოგიური გამოწვევა, დავძლიოთ სოციალური საკითხები, შევძლოთ ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება, ახალი ინვესტორების დაინტერესება, საკანონმდებლო მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქალაქი გაძლიერდეს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.