ზელენსკი – „ხალხის მსახურებს“ რომელთაც ეროვნულ ჰიმნში სიტყვების შეცვლა უნდათ: შეწყვიტეთ საკუთარი თავების გასულელება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატებს მიმართა, რომლებიც უკრაინის ჰიმნის შეცვლის ინიციატივით გამოდიან, თავი სულელებად ნუ გამოჰყავთ. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მინდა რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ პოლიტიკოსებს, რადას დეპუტატებს, რომლებსაც საერთოდ არ ესმით, რა ხდება დღეს ჩვენი ხალხის გულებში. იმდენად არ ესმით, რომ ეროვნული ჰიმნის შეცვლაც კი მოინდომეს. მე ერთი კითხვა მაქვს: და თქვენ თქვენს ცხოვრებაში რა გააკეთეთ ისეთი, რომ გქონდეთ მორალური უფლება შეცვალოთ ჰიმნის სიტყვები? თქვენ რა – გამოჩენილი პოეტები ხართ? ან იქნებ თქვენ იმით, ხართ გამორჩეულები, რომ უკრაინაში ომში თავი გამოიჩინეთ? თუ ახლა დრო მოვიდა ისეთი, რომ ჰიმნის სიტყვების ცვლა შეიძლება როდესაც ეს მოგინდება? დაიოკეთ ემოციები. შეწყვიტეთ საკუთარი თავების გასულელება. თუკი შემთხვევით, ვინმე ამას მხარს დაუჭერს, ჩემი ხელმოწერა ასეთ კანონპროექტზე მაინც არ იქნება. ნუ დახარჯავთ დროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.