გიორგი ვოლსკი: შესაძლოა, ლაშა თორდიას მიმართ იმპიჩმენტი განხორციელდეს
„იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის სამსახურის საქმიანობაში კრიმინალის ფაქტები დაფიქსირდება, შესაძლოა, ლაშა თორდიას მიმართ იმპიჩმენტი განხორციელდეს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განცხადა.
“პარლამენტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს აუდიტის სამსახურის საქმიანობა, ნიშნავს იმას, რომ პროკურატურაც და სხვა დაინტერესებული უწყებებიც ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ ამაზე. იმპიჩმენტის გარკვეული პირობები არსებობს, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. ასე რომ, დაველოდოთ რეაგირებას შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის პროკურატურიდან”,- განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტში აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესახებ დასკვნა განიხილეს, რომლის მიხედვით, აღნიშნული დაწესებულების 2013 წლის საქმიანობა უარყოფითადაა შეფასებული.