დმიტრო კულება – რუსეთის ეკონომიკაზე, ფინანსურ სისტემასა და ვაჭრობაზე დამატებითი შეზღუდვებია მოსალოდნელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც კულებამ საუბრის დასრულების შემდეგ „ტვიტერზე“ აღნიშნა, რუსეთის ეკონომიკაზე დამატებითი შეზღუდვები მოსალოდნელია.

„ენტონი ბლინკენთან ვისაუბრე უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერების ნაბიჯებზე, რათა გავაგრძელოთ რუსეთის შემდგომი თავდასხმების ეფექტური წინააღმდეგობა. მადლობა აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისთვის. რუსეთის ეკონომიკაზე, ფინანსურ სისტემასა და ვაჭრობაზე დამატებითი შეზღუდვებია მოსალოდნელი“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები