კიევის ოლქში, ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისაგან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ქალაქ ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა “ეს დღე ბუჩას და მთელი ბუჩას თემის დიდებულ ისტორიაში შევა”.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ ბუჩადან უკან დახევის დროს დამპყრობლებმა სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები დანაღმეს.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ირპინის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა, რომ კიევის ოლქის ქალაქი ირპინი რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლდა.