ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0918 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარი 3.0896 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს, ის 3.4195 ლარი იქნება, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსით მისი ღირებულება 3.4276 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 აპრილისთვის ამოქმედდება.