The Times: დიდი ბრიტანეთი უკრაინას ურჩევს, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება არ იჩქაროს

დიდ ბრიტანეთში შეშფოთებულები არიან, რომ აშშ-მა, საფრანგეთმა და გერმანიამ შესაძლოა, უბიძგონ უკრაინას, რუსეთთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა – The Times-ი წერს.

როგორც გამოცემას ბრიტანეთის მთავრობაში მაღალჩინოსანმა უთხრა,  არსებობს შეშფოთება, რომ მოკავშირეები “ზედმეტად მონდომებულნი” არიან, მიაღწიონ სწრაფ მშვიდობას, მაგრამ კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინა გაცილებით ძლიერ პოზიციაში იქნება.

The Times წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ პუტინი არის “მატყუარა და მოძალადე”, რომელიც გამოიყენებს “საუბრებს”, რათა “დაგღალოთ და შემდეგ დათმობებზე წახვიდეთ”.

“გასაგებია, რომ ზელენსკიმაც გამოხატა შეშფოთება მოლაპარაკებების პროგრესთან დაკავშირებით, ასევე, ხომ არ იყენებს მოსკოვი მათ ძალების გადაადგილებისა და გასაძლიერებლად”, – წერს The Times.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები