„დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“, განმახორციელებელი – ი/მ გიორგი ჭუმბურიძე;
2. „კლდეში ნაკვეთი ისტორია“, განმახორციელებელი – შპს კინოსტუდია „ხომლი“;
3. „ლელობურთის შთამომავლები“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ეთნო-ფილმი;
4. „… მათ სხვა დრო წამოეწიათ“, განმახორციელებელი – ი/მ გიორგი მოლოდინაშვილი;
5. „ქართული ინჟინერიის შედევრები“, განმახორციელებელი – შპს საპროდიუსერო სტუდია „აკრობატი“.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 110 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 24-მა განმცხადებელმა მომართა. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები