აზერბაიჯანში სკოლის შენობა ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ბაბეკის რაიონის ნეხრამის დასახლებაში მე-3 საშუალო სკოლის კუთვნილი შენობა ჩამოინგრა.

პირველადი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე  დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო – APA ავრცელებს.

“ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მთლიანად ჩამოინგრა საშუალო სკოლის შენობა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ”, – ნათქვამია აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურის განცხადებაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები