პუტინი: ავიაგადაზიდვების მოცულობა უნდა გაიზარდოს
რუსეთში საჰაერო გადაზიდვების მოცულობა წინა წელთან შედარებით უნდა გაიზარდოს და, სულ მცირე, 100 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდეს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საავიაციო ინდუსტრიაში გამართულ შეხვედრაზე თქვა.
„წელს შიდა გადაზიდვების მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, უნდა გაიზარდოს და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წლის ბოლომდე უნდა იყოს, სულ მცირე, 100 მილიონი“, – თქვა მან.
პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს შიდა ფრენებზე ავიაბილეთის ღირებულების ნაწილის კომპენსაციის პროგრამის გააქტიურება სთხოვა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge