ლარი გამყარებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0896 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1013 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4276 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4496 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge