ბრიუსელში 6 აპრილს ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა შედგება
ყარაბაღში ბოლო პერიოდის დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 6 აპრილს ბრიუსელში შეხვდებიან.
ასევე, ისინი შეხვდებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
ორი ქვეყნის ლიდერები ისაუბრებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge