უკრაინის რადას დეპუტატის, ოლგა სტეფანშინას მეუღლე ჩერნიგოვთან დაიღუპა

უკრაინის რადას დეპუტატის, ოლგა სტეფანშინას მეუღლე ჩერნიგოვთან დაიღუპა. ამის შესახებ სტეფანშინამ Facebook-ზე დაწერა.

“ჩემი საყვარელი ქმარი, ბოგდანი 30 მარტს ჩერნიგოვის მახლობლად რუსული ჭურვის შედეგად დაიღუპა, როდესაც ხალხის გადარჩენას ცდილობდა. ჩვენს შვილებს დავუკავშირდები. ძალიან მტკივა. ნაბიჭვარი ომი”,– წერს დეპუტატი.

სტეფანშინა მე-9 მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი და პარტია “ხმის“ წევრია.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები