უკრაინის დაზვერვა: ე.წ. სამხრეთ ოსეთელმა სამხედროებმა უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვეს
უკრაინის დაზვერვის მონაცემით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ უკრაინაში გადასროლილი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.
კერძოდ, საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაზე.
დაზვერვის თანახმად, 29 მარტს სამხედრო მოსამსახურეები როსტოვის ოლქის “კუზმინსკის” სამხედრო პოლიგონზე გადაიყვანეს, სადაც მათ 58-ე არმიის მეთაურის მოადგილე გაესაუბრა, თუმცა მისი მოწოდებები – გაგრძელდეს დაკისრებული ამოცანების შესრულება, წარუმატებელი აღმოჩნდა.
გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი, ასევე დასავლეთის სამხედრო ოლქის, სახმელეთო ძალების მე-18 მოტორიზებული დივიზიის წევრებმა თქვეს, რომელთაც მოწინავე პოზიციები ამჟამად, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან უჭირავთ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge