31 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 859 230 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 859 230 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 361 229 ,>18 ასაკის მოსახლეობის 47.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 256 781 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.7%. ბუსტერ დოზით აცრილია 238 093. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 131 (2.33%) სრულად აცრილია – 3 268 (1.84%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 608 (15.55%) სრულად აცრილია- 11 152 (13.75%). 30 მარტს ჩატარდა 1 804 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge