შალვა პაპუაშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს პრეზიდენტის სახელით ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ღირსების ორდენი გადასცა.

“28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში, შენგენის სივრცეში, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირშის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ამ პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი ღვაწლი, რასაც საქართველო გულითადად აფასებს” – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები