გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: მეხუთე თვეა სასჯელს იხდის, მოუწევს იქ წლების გატარება, რადგან მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში წლების გატარება მოუწევს, რადგან მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა.

როგორც მან გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა, სააკაშვილსა და მის მიმდევრებს შორის ლოგიკური ჯაჭვი გაწყვეტილია.

“სააკაშვილს უნდა გარეთ ყოფნა, უნდა ჩაერთოს უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში აქ, უკრაინაში, თუ სხვაგან. ეს მისი ცხოვრების წესია. როგორც ჩანს, სხვანაირად არ წარმოუდგენია მისი არსებობა. მგონი, უკვე მეხუთე თვეა ეს ადამიანი სასჯელს იხდის და მას მოუწევს იქ წლების გატარება, რადგან მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები