დიდიერ რეინდერსი პაპუაშვილთან შეხვედრაზე: რუსული ომის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს სუვერენიტეტისა და მდგრადობის მხარდაჭერის საკითხი განვიხილეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს, დიდიერ რეინდერსს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ რეინდერსი “ტვიტერზე” წერს და ამბობს, რომ პაპუაშვილთან შეხვედრისას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, სადაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ საქართველოს ვალდებულებების შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე, განვიხილეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და მდგრადობის მხარდაჭერის საკითხი რუსეთის ომის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში”, – წერს დიდიერ რეინდერსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები