პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ”.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო: მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის” ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი; მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის” წამყვანი; ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.