მიხეილ სააკაშვილი: რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა
“რა თქმა უნდა, რუსეთის არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. მაგრამ გუშინ მაინც მოხდა მთავარის დემონსტრაცია – რუსეთს, უახლოეს პერიოდში, კიევის შტურმის აღარც ძალა აქვს და ვეღარც სურვილი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
სააკაშვილის თქმით, რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა.
“ეს კი მის სამხედრო მარცხს ნიშნავს. რუსული არმიის უძლეველობის მითი კიევთან საბოლოოდ დაიმსხვრა. დღეს მარცხი აღიარა სეპარატისტების თავდაცვის მინისტრმაც. ამასობაში, უკრაინას ბრიტანეთიდან მიეწოდება მძიმე არტილერია, რაც მათ ტერიტორიების გასათავისუფლებლად ჰაერივით სჭირდებათ”, – წერს სააკაშვილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge