ოლაფ შოლცი: გერმანია მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გერმანია მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის სპიკერი ავრცელებს.
სპიკერის თქმით, შოლცმა ზემოხსენებული როლის მორგებასთან დაკავშირებით “ზოგადი მზადყოფნა” გამოთქვა.
”არ შემიძლია სპეკულირება იმაზე, მოიცავს თუ არა უსაფრთხოების გარანტორის როლი სამხედრო კომპონენტებსაც”, – აცხადებს გერმანიის მთავრობის სპიკერი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge