შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს, დიდიერ რეინდერსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადსა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრეს.

პარლამენტის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე. შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარს საპარლამენტო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს.

ხაზი გაესვა ევროკომისიის მოსაზრების მნიშვნელობას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით. მხარეებმა უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ იმსჯელეს. შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და საქართველოს მიერ უკრაინისადმი ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. შეხვედრა ბრიუსელში შალვა პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები