ლარი კვლავ გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1013 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1013 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1354 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0341 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4496 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4652 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge